ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ჟურნალისტებს „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„მესი ისევ მესია. გენიოსი. ვფიქრობ, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. „ბარსელონა“ ეს მესია. ვნახოთ, რა მოხდება, როცა ის კარიერას დაასრულებს. სხვათა შორის, როცა ლეო 17 წლის იყო, მისი „იუვენტუსში“ გადაბირება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა.“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს ესპანური Marca.