ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ ესამ ელ ჰადარიმ საფეხბურთო კარიერა 47 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ განცხადება ვეტერანმა მეკარემ თავად გააკეთა.
„ჩემს საფეხბურთო კარიერაში დასამატებელი არაფერია. ეგვიპტეში ჩემზე უკეთესი მეკარე არ არსებობს. ფეხბურთი ჩემი მეორე ცოლია და ახლახან განვოქრწინდით“, - თქვა ეგვიპტელმა.
ელ ჰადარიმ ეგვიპტის ნაკრებში 159 მატჩი ჩაატარა, 2018 წელს კი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა. მან 2018 წლის მუნდიალზე საუდის არაბეთთან 45 წლისა და 161 დღის ასაკში ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა.