ფეხბურთი

0:40 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გენიჩი: "კვარაცხელიას ერთადერთი მინუსი აქვს და ამიტომ ჩნდება კითხვები"

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. კომენტატორი კონსტანტინ გენიჩი მის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ხვიჩა ეფექტურია, მაგრამ გოლების გატანას უნდა მოუხშიროს.

„ფეხბურთი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში აჩვენა, გულგრილს ვერავის დატოვებს. ვფიქრობ, რომ თუ არსებობს სუპერშეთავაზება, მაგალითად, ფული + კარგი ფეხბურთელი, მაშინ რატომ არ უნდა იფიქროს „რუბინმა“ მისი გაშვება? ხვიჩა ძალიან კაშკაშაა, მაგრამ როგორც ვხედავთ, გოლები იშვიათად გააქვს.

ეფექტურია, მაგრამ არც ისე ეფექტურია რეალიზაციის კუთხით. უბრალოდ ერთია ლამაზად თამაში და მეორე გოლები. უფრო შედეგიანი რომ იყოს, კითხვები საერთოდ არ იქნებოდა“, - თქვა გენიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონში 27 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

0.113968