ფეხბურთი

21:44 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ზენიტის“ ფეხბურთელებმა ზეიმისას, რუსეთის თასი დაამტვრიეს

რუსეთის თასის ფინალში, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ „ხიმკის“ 1:0 მოუგო და „ოქროს დუბლი“ შეასრულა. მანამდე პეტერბურგელები რუსეთის ჩემპიონები გახდნენ.

მატჩი ეკატერინბურგში, „ეკატერინბურგ არენაზე“ გაიმართა. ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე არტიომ ძიუბამ გაიტანა პენალტით.

მატჩის შემდეგ, პეტერბურგელ ფეხბურთელებს, ზეიმისას თასი ხელიდან გაუვარდათ, ის მინდორზე დავარდა და ზედა ნაწილი დაუზიანდა.

0.12807