ფეხბურთი

19:45 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

პორტალმა Footy Headlines, ტურინის „იუვენტუსის“ ახალი სათამაშო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა. 2020-21 წლების სეზონში „ბებერი ქალბატონი“ ტრადიციული შავ-თეთრი მაისურებით იასპარეზებს. ლოგო და შიდა ზოლები ოქროს ფერშია გადაწყვეტილი.

„იუვენტუსის“ ტექნიკური სპონსორი სპორტული გიგანტი adidas გახლავთ.

35 ტურის შემდეგ 80 ქულით „იუვენტუსი“ სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. ტურინელებს მხოლოდ 3 ქულის მოპოვება სჭირდებათ დარჩენილ სამ ტურში, რათა იტალიის მორიგი ჩემპიონობა გაიფორმონ.

თეგებიიუვენტუსი
0.113638