საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით წააგო.
მატჩის ბედი საწყის 15 წუთში გადაწყდა. მე-12 წუთზე გურამ ადამაძემ ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა (ყოველშემთხვევაში, მსაჯის აზრით ნამდვილად ასე იყო) და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ხოლო ადამაძე გააძევეს.
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად გაგი მარგველაშვილმა აქცია და ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში თბილისელებმა მეორედ იხეირეს. შესაბაისად, ყველაფერი გადაწყდა. ტაიმის მიწურულს ქუთათურთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ქავთარაძემ გაიტანა. მანვე შესვენების შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.
„საბურთალომ“ 12 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღზევდა, ხოლო „ტორპედო“ 5 ქულით მერვე პოზიციაზეა.
„ტორპედო“ – „საბურთალო“ 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 მარგველაშვილი (12, პენ), 0:2 გულიაშვილი (14), 0:3 ქავთარაძე (42, პენ), 0:4 ქავთარაძე (64)