ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს არცერთი სპორტული ღონისძიება აღარ გაიმართება. შესაბამისად, ATP-მა და WTA-მ საჩოგბურთო ტურნირები ოფიციალურად გააუქმეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ჩინეთში ქალთა შვიდი ტურნირი, ხოლო მამაკაცთა შორის რვა ტურნირი არ გაიმართება. ქალთა შორის უნდა გამართულიყო წლის შემაჯამებელი ტურნირი, ხოლო კაცთა შორის ყველაზე გამორჩეული აზიის ტურიდან შანხაის მასტერსია.
კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვეა ტურნირი არ გამართულა და უიმბლდონის კი გაუქმდა. ATP-ი ტურს 20 აგვისტოს განაახლებს ცინცინატის მასტერსით, ხოლო WTA-ს პირველი ტურნირი აგვისტოს დასაწყისში პალერმოში დაიწყება.