ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია და „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე რუსულმა ვებგვერდმა football.kulichki.net-მა გამოარჩია.
„უფას“ არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ მეტოქეს მაინც გაუმკლავდა. ტაბიძე დაცვაში გამორჩეული იყო, მან მეტოქის კარშიც გაიტანა, მაგრამ კროტოვის თამაშგარის გამო გაუქმდაა, რადგან მეკარეს ხელს უშლიდა. სავარაუდოდ ის ამ სეზონის შემდეგ გუნდიდან წავა.
პოსტკორონავირუსულ პერიოდში „რუბინის“ ყველაზე ნათელი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, საიდანაც შეტევის მთელი სიმკვეთრე მოდიოდა. ხვიჩამ იგნატიევის ერთადერთ გოლში დიდი წვლილი შეიტანა და პენალტი მოიპოვა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ტაბიძემ 25 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.