სხვა

12:16 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ფორმაში შედის - ქართველმა ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა მოიგო! (+VIDEO)

ივლისის ბაშოზე, რომელიც ტოკიოში მიმდინარეობს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-5 საშეჯიბრო დღეს მე-12 მაეგაშირა სადანოუმს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ცუკიოტოშის ილეთით მოახერხა.

ტოჩინოშინმა შერკინებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე დოჰიოდან მოხერხებული ილეთით გადააგდო.

ეს აღნიშნული წყვილის მერვე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 5 გამარჯვებით დაასრულა, 3-ში კი დამარცხდა.

ამრიგად, ლევანს 3 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და დადებით ბალანსზე გავიდა. იმისათვის, რომ ქართველმა რეიტინგში პროგრესი განიცადოს, დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5-ის მოგება მართებს.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება. ქართველა აქამდე 36 წლის სუმოისტთან 5 ბრძოლა აქვს გამართული და ურთიერთშეხვედრებში ტოჩის უპირატესობა თვალსაჩინოა - 4 მოგება და 1 მარცხი.

0.155146