პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „ჩელსის“ 5:3 მოუგო და ამისდაკვალად, საკლუბო რეკორდი დაამყარა - 31 გამარჯვება სეზონში. ასეთი შედეგი „წითლებს“ 128 წლიან ისტორიაში არ ჰქონიათ - გვამცნობს Squawka.
ასევე, ზედიზედ მესამე სეზონია იურგენ კლოპის გუნდს შინ აღარ წაუგია.
მერსისაიდელებმა ტიტული ვადამდე მოიპოვეს, 31-ე ტურში, როცა „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსისთან“ წააგო (1:2) და ნათელი გახდა, ლიდერს ვეღარ დაეწეოდა. „ლივერპულმა“ ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.