ცნობილი რუსი კომენტატორი კონსტანტინ გენიჩი მიიჩნევს, რომ სეზონის განახლების შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ერთმნიშვნელოვნად ხვიჩა კვარაცხელიაა.
„თუ პაუზის შემდეგ პერიოდს ავიღებთ, პირადად ჩემთვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. არაორდინალური, თამამი, თანამედროვე. ჩემთვის 100%-ით ზაფხულის MVP“, - წერს ტვიტერში გენიჩი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 6 ტურში ხუთჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელა. ქართველმა სეზონი 3 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა.