ინტერვიუები

23:12 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "ყოველთვის შთამბეჭდავია იმისი ხილვა, როდესაც გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გასულ წელს ფრენკ ლამპარდი გახდა და პირველივე სეზონში ინგლისელის გაწვრთნილ გუნდს შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. პრემიერლიგის დასრულებამდე "არისტოკრატების" თავკაცს Sky Sports-ი სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში კლუბმა წამყვანი მოთამაშე ედენ აზარი მადრიდის "რეალში" გაუშვა, ფრენკ ლამპარდმა შეძლო და გუნდი მოწინავე ოთხეულში დაამკვიდრა და გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა.

"ჩვენ რაც გავაკეთეთ ამ სეზონში უფრო პროგრესს გავს. განსხვავებული მოლოდინები გვქონდა სეზონის წინ; რამდენიმე ახალი სახე გვყავდა, რომლებსაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდათ და გვინდოდა გაგვეგო, სად რა შეგვეძლო. გუნდის თამაშში წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს "ჩელსია". გვესმის იმის თუ რამხელა სხვაობაა მოწინავე გუნდებს შორის და სხვაობა უნდა შევამციროთ." - განუცხადა Sky Sports-ს ლამპარდმა.

"ჩელსი" ჩემპიონ "ლივერპულს" 30 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 15 ქულით. მართალია, ახალი სახეებით და პირველივე სეზონში ფრენკის "ჩელსი" ნორმალურად თამაშობს და მესამე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბაიერნთან" შინ განცდილმა მარცხმა (0:3) კიდევ ერთხელ აჩვენა კლუბს, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ლამპარდი სიტუაციას რეალისტურად უყურებს და აღნიშნავს, რომ მისი გუნდი ჯერ პროგრესის გზაზეა და მწვერვალზე ასვლას კიდევ ბევრი დრო უნდა. ინგლისელი სპეციალისტი "ლივერპულის" მაგალითს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ შედეგს დრო სჭირდება.

"ისინი ("ლივერპული") გარკვეული დროის განმავლობაში ერთად მუშაობენ და სტაბილურ ფაზაში არიან. ვიცი რამდენად რთულია ამის მიღწევა და ეს ჩვენ არ გვაქვს. "ლივერპულის" მოთამაშეებს აქვთ სისწრაფე, სიძლიერე, ინდივიდუალური სათამაშო ხარისხი აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე. ყოველთვის შთამბეჭდავია იმისი ხილვა, როდესაც გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა, განსხვავებული და აგრესიული. შეგიძლიათ გადახედოთ ევოლუციას ამ გუნდის, მას შემდეგ რაც ის იურგენ კლოპმა ჩაიბარა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ლივერპულს" უნდა დავემსგავსოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ და ვეცადოთ წარმატებას ჩვენით ხელწერით მივაღწიოთ და ლიდერებთან სხვაობა შევამციროთ." - ამბობს ლამპარდი.

ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთამაშების გარდა, პირველობისთვის ბრძოლაში გუნდი ტრანსფერებითაც უნდა ჩაერთოს და "ჩელსის" უკვე დაიმატა რამდენიმე ფეხბურთელი. "აიაქსიდან" "არისტოკრატებმა" ჰაკიმ ზიეხი გადაიბირეს, ხოლო "ლაიპციგიდან" - ტიმო ვერნერი. ასევე მიდის საუბარი კაი ჰავერცისთან და "ლევერკუზენის" ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა ინგლისურ გუნდში აღმოჩნდეს. სწორი სატრანსფერო პოლიტიკის წარმართვა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მთავარია ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელიც მაღალი დონის მოთამაშეებს მოიზიდავს.

"იოლი არაა ტალანტ ფეხბურთელებს მეთვალყურეობა გაუწიო, მაგრამ მომწონს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩამოყალიბებულად უნდათ "ჩელსიში" თამაში, რათა წარმატებას მიაღწიონ და არ მოდიან მხოლოდ სიტუაციის სანახავად და იმისთვის, რომ ლონდონში ვართ. მინდა მათ სურდეთ გახდნენ ძლიერი გუნდის წევრები. რა თქმა უნდა, ტალანტი ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ მინდა მათ ჩვენთან ყოფნის სურვილი ჰქონდეთ." - აღნიშნა ლამპარდმა.

ინგლისელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მარკო ალონსოს და ოლივიე ჟირუს სახით მას უკვე გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და მათი გამოცდილება საგრძნობლად განსხვავდება ახალგაზრდებისგან და მათ შორის ფსიქოლოგიური სხვაობაა.

"ეს ყველაფერი გამოცდილებით მიიღება. ეს ხდება ყოველდღიური მუშაობით, რომელიც რწმენას გაძლევს და პიროვნულად გაყალიბებს. ჯერჯერობით ნაადრევია ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდის ლიდერობა ვთხოვოთ. ეს პროცესი განვითარებას საჭიროებს და ვცდილობთ ფეხბურთელები ლიდერებად ჩამოვაყალიბოთ და ძლიერი გუნდის მენტალიტეტი დავამკვიდროთ."

ფრენკ ლამპარდს გუნდს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული ტოპ 10 გუნდის მონაცემებს თუ შევხედავთ - "ჩელსიმ" 36 მატჩში 49 გოლი გაუშვა. ინგლისელი სპეციალისტის გუნდს არასტაბილურობა ახასიათებს. სეზონის განახლების შემდეგ "ჩელსიმ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, მათ შორის ორი ძლიერ მეტოქეებთან, "მანჩესტერ სიტისთან" და "ლესტერთან", თუმცა მოულოდნელად წააგო "ვესტ ჰემთან" და გულშემატკივრებისთვის ასევე მოულოდნელი იყო "შეფილდ იუნაიტედთან" სტუმრად ანგარიშით 0:3 წაგება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფრენკი ოპტიმისტურადაა განწყობილი და "ჩელსის" შანსი აქვს მესამე ადგილზე გასვლის, ასევე, გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გავიდა და ტიტულის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია.

0.114078