ფეხბურთი

19:28 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" სარეკორდო გამარჯვება "უოტფორდთან"

"მანჩესტერ სიტის" და "უოტფორდის" ორი დაპირისპირება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, შესაბამისად, 8:0 და 4:0 დამთავრდა და 12 გატანილი გოლით "ქალაქელებმა" ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს. აღნიშნულ ინფორმაციას Opta Joe ავრცელებს.

აქამდე 12-გოლიანი სხვაობით ორ მატჩში ერთ გუნდს გამარჯვება პრემიერლიგაში მოპოვებული არ ჰქონია, ხოლო ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში მსგავსი სხვაობა 1947/48 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც "არსენალმა" ორი მატჩში "გრიმსბი" ჯამში 12:0 დაამარცხა.

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში მეორე ადგილზე არის გასული, ხოლო "უოტფორდმა" ამ წაგებით გასავარდნ ზონაში გადაინაცვლა, რადგან "ასტონ ვილამ" "არსენალი" დაამარცხა და ბურთების უკეთესი სხვაობით "უოტფორდს" გადაასწრო.

0.123893