კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა ლორან ბლანმა ჩაიბაროს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი კიკე სეტიენის მემკვიდრეთა შორის ერთ-ერთი ფავორიტია.
ბლანი ერიკ აბიდალისა და რამონ პლანესის კანდიდატურაა, ხოლო პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ რონალდ კუმანის დანიშვნის მომხრეა.
აღსანიშნავია, რომ ლორან ბლანს 2016 წლის შემდეგ არსად არ უმუშავია. მსოფლიოს ადა ევროპის ჩემპიონი, თავის დროზე „ბორდოში“, საფრანგეთის ნაკრებსა და პსჟ-ში მუშაობდა. მისთვის არც „ბარსელონაა“ უცნობი ადგილი, რადგან 1996-1997 წლებში „კამპ ნოუზე“ თამაშობდა.