ლუკა სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა, ორჯერვე ჯარიმით და ოთხდღიანი ინტერვალით. „ვალმიერას“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „მეტასთან“ შეხვედრაში მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა.
მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ ქულას დასჯერდა (2:2). ლუკამ 17 ივლისს, წინა ტურშიც გამოიჩინა თავი და მაშინაც საჯარიმო დარტყმით.
სილაგაძე „ვალმიერაში“ წელს გადავიდა და 8 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი, მისი გუნდი კი მესამე ადგილზეა. ვთქვათ ისიც, რომ ლუკა მანამდე „რუსთავის“ ღირსებას იცავდა.