ფეხბურთი

19:12 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დეპორტივო" გავარდნას არ ეგუება: "უსამართლო შედეგები და არათანაბარი პირობები"

ლა კორუნიის „დეპორტივო“ გუშინ სეგუნდა დივიზიონიდან ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში გავარდა. თუმცა, გალისურ კლუბს ბოლო ტურში არ უთამაშია, რადგან მისი მეტოქის, „ფუენლაბრადას“ 6 ფეხბურთელს თამაშის წინ კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

შედეგად, მატჩი გადაიდო, ხოლო ტურის დანარჩენი თამაშები ჩვეულებრივ გაიმართა. მათ შორის, „დეპორის“ კონკურენტების, „ლუგოსა“ და „ალბასეტეს“ მატჩები. ორივე მათგანმა მოიგო და „დეპორტივო“ სეგუნდადან უთამაშებელი დაქვეითდა. კლუბის ხელმძღვანელობას ეს უსამართლოდ მიაჩნა და ფიქრობენ, რომ არამარტო მათი მატჩი, არამედ მთლიანად ტური უნდა გადადებულიყო.

„გამოსავალი ტურის გადადება იყო და არა ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს. შესაბამისად, ჩვენი თვალსაზრისით, ყველაფერი რაც მოხდა ჩვენი თამაშის გადადების შემდეგ, არ არის სწორი და არ არის ტურინირში თანაბარი პირობების დადგენა“, - წერია განცხადებაში.

საინტერესოა, რომ „დეპორტივო“ ისტორიაში მესამედ ითამაშებს მესამე დივიზიონში, ხოლო მეორე ესპანური გუნდია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული და რანგით მესამე ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა კლუბები „დეპორტივოს“ მატჩის გადადების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან გარდა იმისა, რომ გალისიელები ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ, მისი მეტოქე „ფუენლაბრადა“ ლა ლიგის გადასვლელ პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებდა და ახლაც ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გუნდებისთვის სეზონი დასრულდა.

0.113483