ფეხბურთი

21:52 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი: “დე ხეამ გადაგვარჩინა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა “ევერტონთან” მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეორე ტაიმი პირველზე ცუდად ჩაატარა.

“პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მხოლოდ ერთი მომენტის რეალიზება მოვახერხეთ. პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი დაინიშნა - დე ხეამ გვიხსნა. ვფიქრობდი, რომ მეორე ტაიმი უფრო მარტივი უნდა გამოსულიყო. სამი ცვლილება განვახორციელე, მაგრამ დაცვა მაინც ვერ გავამაგრეთ. ბოლოს “ევერტონმა” სამი სახიფათო შეტევა განახორციელა, მაგრამ დავიდი დღეს კარგად თამაშობდა”, - ვან გაალის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

0.115095