კატალონიის „ბარსელონა“ ტვიტერის გვერდიდან France Football-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რმლის თანახმად 2020 წელს „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა.
ესპანური გრანდის ტვიტერი წერს, რომ ამის გარეშეც ყველამ იცის, ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი:
„ჩვენ გვესმის. ამასთანავე, ყველამ იცის ვინ არის საუკეთესო“, - წერია „ბარსას“ ტვიტერში.
შეგახსენებთ, France Football-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი არათანაბარი პირობების გამო „ოქროს ბურთი“ ისტორიაში პირველად არ გათამაშდება.