მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი სტადიონებზე გულშემატკივართა დაბრუნების შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ ფეხბურთი მათ გარეშეც შესაძლებელია.
„ფეხბურთის ყველას ეკუთვნის და მნიშვნელოვანია გულშემატკივრებმა გააცნობიერონ, რომ მნიშვნელოვანი ელემენტი არიან, თუმცა არ შეუძლია დამოუკიდებლად რამისგანსაზღვრა. მე ყოველთვის თანამშრომლობის მომხრე ვარ, მაგრამ ულტრასებმა უნდა იცოდნენ, რომ ფეხბურთი მათ გარეშეც შესაძლებელია“, - აღნიშნა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გერმანიაში 2019-2020 წლების სეზონი უმაყურებლოდ დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია დაიშვებიან თუ არა ქომაგები გერმანიის სტადიონებზე მომდევნო სეზონიდან.