ფეხბურთი

12:25 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცეცაძე: "სამომავლო გეგმები არსებობს, მენეჯმენტთან განვიხილავთ"

უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში გია ცეცაძის „ლვოვი“ საკუთარ მოედანზე „მარიუპოლთან“ (0:2) დამარცხდა. შედეგად, ქართველმა სპეციალისტმა სეზონი მოუგებლად ჩაამთავრა - 2 ფრე, 3 წაგება.

„გამარჯვება შეუძლებელი იყო. ბევრი კომპონენტია, ჩვენ გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გავიტანეთ და როდესაც ეს ხდება, ბუნებრივია წააგებ. ფეხბურთელები შესვენებაზე გავამხნევე, იყო რამდენიმე ხაზგასასმელი ნიუანსი.

პირველი ტაიმი კარგი გამოვიდა, „მარიუპოლიც“ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ისევ დავმარცხდით. განვლილ მატჩებში გვქონდა სიტუაციები, როდესაც ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ. არსებობს სამომავლო გეგმები, ამის შესახებ მენეჯმენტთან ვისაუბრებთ და განვიხილავთ“, - თქვა ცეცაძემ.

„ლვოვმა“ უკრაინის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და შესაბამისად, მომდევნო სეზონისთვის მზადებას მალე დაიწყებს.

0.127516