ფეხბურთი

18:23 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" იგუაინის შემცვლელს "ატალანტაში" მიაგნო

ბერგამოს „ატალანტას“ საუკეთესო ბომბარდირი დუვან ძაპატა შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელები კოლუმბიელს გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილავენ.

„იუვეს“ ხელმძღვანელობა მზადაა 29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ „ატალანტას“ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს და იტალიელი მეკარე მატია პერინიც დაუთმოს.

რაც შეეხება იგუაინს, მისი თამაშით ტურინში კმაყოფილნი არ არიან და თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ბებერ ქალბატონში“ ბოლო სეზონს ატარებს. ძაპატას გარდა, ტურინელები რაულ ხიმენესის, არკადიუშ მილიკისა და ედინ ჯეკოს ვარიანტებსაც განიხილავენ.

დუვან ძაპატა იტალიაში 2013 წელს „ნაპოლის“ რიგებში გამოჩდა. შემდეგ „უდინეზესა“ და „სამპდორიაში“ ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან „ატალანტას“ წევრია, რომლის მაისურით ჩატარებულ 76 თამაშში 46 გოლი გაიტანა.

0.112773