ფეხბურთი

22:46 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

“ბარნლიმ“ „ნორვიჩი“ დაამარცხა

პრემიერლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში, უმოტივაციო „ნორვჩმა“ თავის „ქეროუ როუდზე“ „ბარნლის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მსაჯმა „ნორვიჩის“ ორი ფეხბურთელი გააძევა. ნახევარმცველი ემილიანო ბუენდია და თავდამსხმელი იოსიპ დრმიჩი. ორივემ პირდაპირი წითელი ბარათები მიიღეს.

პირველი ტაიმის მიწურულს კრის ვუდმა გახსნა ანგარიში, იოჰან გუდმუნდსონის პასით. მე-80 წუთზე კი ბენ გოდფრიმ შეაგდო საკუთარ კარში და სტუმრებმა 2:0 გაიმარჯვეს.

„ბარნლი“ მეცხრე ადგილზეა ცხრილში, „ნორვიჩი“ კი სულ ბოლო - მეოცეზე. ისინი უკვე რამდენიმე ტურია დაემშვიდობნენ პრემიერლიგას.

0.119246