საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ ქულების კარგვას განაგრძობენ.
ამჯერად ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დასახულ მიზანს, რაც ცხადია გამარჯვებაში მდგომარეობდა, ვერცერთმა მიაღწია.
„საბურთალოს“ გოლიც არ ჩაუთვალეს, უფრო სწორად ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებს ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩათ. მოკლუდ უგოლო ფრე, რომლითაც კმაყოფილი ალბათ არცერთი გუნდი არ იქნება.
„საბურთალო“ მეოთხე ადგილზეა (9 ქულა), ხოლო „ლოკომოტივს“ ქულით ნაკლები აქვს და მეექვსე საფეხურზეა.
„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 0:0 (0:0)