ფეხბურთი

14:57 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვალერი გაზაევი: "კვარაცხელია "რუბინის" მთავარი მოთამაშეა"

ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია Championat-მა რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურის სიმბოლურში შეიყვანა. ეს სიმბოლური ვალერი გაზაევის შედგენილია და ხვიჩას შესახებ წერს:

„კვარაცხელია ახლა „რუბინის“ მთავარი მოთამაშეა. ყველა ხიფათი მისგან იქმნება, თავად იქმნის სივრცეებს, აჩქარებს შეტევბს. ხვიჩამ „როსტოვის“ ოთხი ფეხბურთელი გააყვითლა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა“, - ასე დაახასიათა გაზაევმა ჩვენებურის ბოლო მატჩი.

აქვე გეტყვით, რომ Championat-მა კვარაცხელია წინა ტურშიც დაასახელა სიმბოლურში, ხოლო 29-ე ტურში რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიითაც საუკეთესო 11 ფეხბურთელში იყო.

0.124417