ფეხბურთი

14:28 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" სანდოხაძე დაიმატა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ნიკა სანდოხაძე დაიმატა. როგორც დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის მცველი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

სანდოხაძე „ლოკომოტივში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა (24 მატჩი). შემდეგ კი „სამტრედიაში“ და „კარპატში“ ითამაშა.

2019 წელს „საბურთალოში“ ირჯებოდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში „დინამოში“ გადავიდა, რომელმაც ახლა „ლოკომოტივში“ გაანათხოვრა.

0.115022