„ლიდს იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდა. მარსელო ბიელსას გუნდმა სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ელიტალურ დივიზიონში თამაშის უფლება.
იორკშირელებმა პრემიერლიგის საგზური მას შემდეგ გაიფორმეს, რაც მათი ერთ-ერთი კონკურენტი „ვესტ ბრომვიჩი“ 45-ე ტურში „ჰადერსფილდთან“ დამარცხდა. შედეგად, დარჩენილი ორი მატჩი „ლიდსმა“ რომც წააგოს, მეორე ადგილს დაბლა სეზონს არ დაასრულებს.
„ლიდს იუნაიტედი“ პრემიერლიგაში ბოლოს 2003-2004 წლების სეზონში თამაშობდა. შესაბამისად, 16-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის მთავარ დივიზიონში დაბრუნდა.