ფეხბურთი

18:37 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ სეტიენს შეხვდა: "ბარსელონამ" შესაძლოა მწვრთნელი დაითხოვოს

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს დახურულს კარს მიღმა შეხვდა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ბართომეუ გუნდის გასახდელში შექმნილი ატმოსფეროთი დაინტერესდა, რასაც წინ უძღოდა ლიონელ მესის განცხადება - „თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგიდან არ გამოვვარდეთ, გუნდში რაღაც უნდა შეიცვალოს“.

არაა გამორიცხული მესის ამ განცხადებაში სეტიენი პოსტიდან გათავისუფლება იმალებოდეს.

ჯერჯერობით შეხვედრის შედეგები უცნობია, მაგრამ ესპანური მედია იტყობინება, რომ არაა გამორიცხული სეტიენთან 2022 წლამდე არსებული კონტრაქტი შეწყდეს და „ბარსას“ დატოვება მოუწიოს.

0.115963