ფეხბურთი

23:18 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" სამეულში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ ჩინებული სტარტი აქვს. რევაზ გოცირიძის გუნდმა მეექვსე ტურში საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად აჯობა.

მასპინძლები ბაშალეიშვილმა სწრაფადვე, მე-7 წუთზე დააწინაურა. რაფაელ ჩუკვურამ მატჩის მიწურულს გაიტანა და ანგარიშს დამაჯერებელი სახე მისცა.

„თელავს“ უკვე 9 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს „დინამო თბილისთან“ ერთად იყოფს. „ჩიხურას“ კი მძიმე მდგომარეობა გააჩნია, რადგან 2 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

„თელავი“ – „ჩიხურა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბაშალეიშვილი (7), 2:0 ჩუკვურა (84)

0.115531