კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის მიუხედავად ფიფამ ბოლო თვის რეიტინგი მაინც გამოქვეყნა, თუმცა ფორმალურად, რადგან მასში არავითარი ცვლილება არ მომხდარა.
საქართველოს ნაკრები 90-91-ე ადგილებს კვლავ მადაგასკარის ნაკრებთან ერთად იყოფს..
...89. კონგო - 1269 ქულა
- ლიბანი - 1269
- საქართველო - 1267
- მადაგასკარი - 1267
- ისრაელი - 1260
- ვიეტნამი - 1258
- კვიპროსი - 1251
ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები ამ დროისთვის 1283 ქულით 87-ე ადგილს იკავებს, ხოლო პოტენციურ მოწინააღმდეგებს რაც შეეხება, ჩრდილოეთ მაკედონია 1347 ქულით 68-ეა, კოსოვოს კი 115-ე პოზიცია უკავია.
საუკეთესო ატეულში პირველ პოზიციაზე კვლავ ბელგია იმყოფება, მეორე ადგილზე კი საფრანგეთია, რომელიც მესამეადგილოსან ბრაზილიას 21 ქულით უსწრებს.
- ბელგია - 1765 ქულა
- საფრანგეთი - 1733
- ბრაზილია - 1712
- ინგლისი - 1661
- ურუგვაი - 1645
- ხორვატია - 1642
- პორტუგალია - 1639
- ესპანეთი - 1636
- არგენტინა - 1623
- კოლუმბია - 1622