პრემიერლიგის პრესსამსახურის ცნობით, „ლივერპული“ 2019-20 წლების სეზონში გამარჯვებულისთვის განკუთვნილ თასს, საკუთარ „ენფილდის“ სტადიონზე აღმართავს „ჩელსისთან“ 37-ტურის მატჩის შემდეგ, 22 ივლისს.
ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი თასს და ოქროს მედლებს, ფანატთა სექტორში საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე მიიღებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს კლუბის ლეგენდა, კენი დალგლიში, რომლის ხელმძღვანელობითაც „წითლებმა“ ინგლისის ჩემპიონობა, წლევანდლამდე, ბოლოს, 1990 წელს მოიპოვეს.