ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. აბუ დაბის მებრძოლთა კუნძულზე ჩვენებური რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდა და მისი დამარცხება მარტივად, პირველივე რაუნდში მოახერხა, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია.
ლიანას მეტოქეს აქამდე მოგება-წაგების ბალანსი 13-5-ზე ჰქონდა, თავად ჯოჯუას კი 10 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 7 მოიგო, 3-ში კი დამარცხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მას დებიუტი შარშან ჰქონდა და სარა მორასთან მესამე რაუნდში წააგო.
19 ივლისს აბუ დაბიში კიდევ ერთი ქართველი - რომან დოლიძე იბრძოლებს, რომელიც UFC-ში სადებიუტო ბრძოლას რუსი სპორტსმენის - ხადი იბრაგიმოვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.