კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელის განცხადებით, მომდევნო სეზონშიც „კამპ ნოუზე“ იმუშავებს და გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს.
„რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონში თავს „ბარსელონას“ მწვრთნელად ვხედავ. რეალობა ის არის, რომ ზოგჯერ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ სამუშაო, რომელიც უნდა შეფასდეს და არამხოლოდ შედეგი.
ეს არის ის, რაც მინდა, რომ შეფასდეს, ყოველშემთხვევაში მე ასე მესმის. მესი? ის ამყარებს რეკორდებს, მაგრამ რაც მთავარია, საოცარი ფეხბურთელია და ჩვენ უკვე ყველაფერი ვთქვით, რაც შეიძლება მასზე ითქვას.
ბევრი ფრე? ერთადერთი მატჩი, რომელშიც ფრე ლოგიკური შედეგი იყო, „ატლეტიკოსთან“ ჩავატარეთ, დანარჩენში კი არ გაგვიმართლა“, - თქვა სეტიენმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ბარსელონა“ „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსი აქვს.