„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „უიკომბ უონდერერსის“ თავდამსხმელ ადებაიო აკინფენვას სიურპრიზი მოუწყო.
აკინფენვა საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელია - ფეხბურთელისთვის უჩვეულო წონის გამო, რადგან 100 კგ-ზე მეტს იწონის. „უიკომბმა“ გუშინ „ოქსფორდი“ 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონშიფში (ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი) თამაშის უფლება.
მატჩის შემდეგ ინტერვიუში ადებაიომ თქვა, რომ Whatsapp-ში დიდი სიამოვნებით დაელაპარაკოებოდა იურგენ კლოპს და მისგან მოლოცვას მიიღებდა. საქმე ისაა, რომ აკინფენვა „ლივერპულის“ გულშემატკივარია.
ცხადია გერმანელამდე ეს ამბავი მივიდა და მართლაც დაურეკა 37 წლის ფეხბურთელს, რომელსაც არაერთ გუნდში უთამაშია და ინგლისის დაბალ დივიზიონებში 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.