ფეხბურთი

16:57 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე შენგელიას ტრანსფერზე: "პოლიტიკა არაფერ შუაშია, თორნიკე დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა!"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, რომელიც ამჟამად უკლუბოდ იმყოფება, თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა.

ქართველ ფეხბურთელს მთელი კარიერა სწორედ რუსეთში გაუტარებია და ბუნებრივია, ადგილობრივი პრესისთვის მისი აზრი საინტერესო აღმოჩნდა. ჯანო ცუდს და უარყოფითს ვერაფერს ხედავს თორნიკეს მოსკოველთა რიგებში გადაბარგებაზე და თქვა, რომ მას მხოლოდ წარმატებებს უსურვებს.

„მე გულწრფელად მხარს ვუჭერ შენგელიას, რომლის ცსკა-ში გადასვლას ახლა ბევრი განიხილავს. ეს კალათბურთელის კარიერაა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ევროლიგის მოსაგებად და არმიის გუნდში დიდი კვალის დასატოვებლად მიდის. აქ პოლიტიკა არ უნდა გავურიოთ. შენგელია მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ფიქრობს, დიდი თანხით არ გადასულა ცსკა-ში, უპირველეს ყოვლისა, მისთვის მნიშვნელოვანია შედეგები და ტიტულების მოგება. ასევე, უნდა თავისი თამაშის საშუალებით დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მე მრავალის წლის განმავლობაში ვიყავი რუსეთში, მოსკოვის „სპარტაკში“ ვთამაშობდი, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და გარდა ტიტულების მოპოვებისა, ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროში ამაღლება იყო. ეს ყოველთვის გავაკეთე და დარწმუნებული ვარ, ცსკა-ში შენგელიას იგივეს გააკეთებს. ვიცით, რომ საქართველოში უამრავი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ მაშინ რატომ არავინ საუბრობს პოლიტიკაზე? სპორტი პოლიტიკისგან ყოველთვის უნდა დავაშოროთ, ამიტომ არ მესმის ეს ყველა საუბარი და აჟიოტაჟი. შენგელია კალათბურთელია, თავის კარიერაზე ფიქრობს, გამარჯვების სულისკვეთება აქვს და დიდი მიზნების მიღწევა უნდა.

აქედან გამომდინარე შენგელიას ცსკა-ში მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, თამაშით დაამტკიცებს, რომ გამოჩენილი კალათბურთელი, ლიდერი და გამარჯვებულია. ვუსურვებ მხოლოდ წარმატებებს, გამარჯვებებს და ახალ ტიტულებს“, - უთხრა ჯანომ Sport24-ს.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება.

0.11618