NBA-ში სეზონის განახლება კარსაა მომდგარი, მაგრამ კალათბურთელებში კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. ამჯერად, COVID-19 რასელ ვესტბრუს აღმოაჩნდა.
„ჰიუსტონ როკეტსის“ მოთამაშემ ამის შესახებ ცნობა ტვიტერში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„ორლანდოში გამგზავრებამდე ტესტირება ჩავიტარე და ჩემი პასუხი დადებითია. თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვიმყოფები. ველოდები იმ დღეს, როდესაც თანაგუნდელებთან ყოფნის საშუალება მექნება. მადლობას ვუხდი ყველას გამამხნევებელი წერილებისთვის. გთხოვთ სერიოზულად მოეკიდოთ ვირუსს, იყავით ფრთხილად და გაიკეთეთ პირბადე“, - დაწერა რასელმა.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს სეზონი მარტში შეწყდა და ახალი ფორმატით 31 ივლისიდან Disney World-ში განახლდება.