ფეხბურთი

21:52 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გამომუშავებული პენალტი ცსკა-ს წინააღმდეგ (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. რუსეთის პრემიერლიგის XXVIII ტურში ყაზანელებმა სტუმრად ცსკა-სთან ქულა მოიპოვეს (1:1) და ეს ქართველი შემტევის დამსახურებაა.

87-ე წუთზე, როდესაც „რუბინი“ აგებდა, ხვიჩა საჯარიმოში წააქციეს და დანიშნული პენალტი ევგენი მარკოვმა ზუსტად დაარტყა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მსაჯმა სიმულაციისთვის გააფრთხილა, მაგრამ VAR-სი დახმარებით შეცდომა გამოასწორა, ყვითელი ბარათი გააუქმა და პენალტი დანიშნა.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი მინდორზე 78-ე წუთიდან გამოჩნდა. ხვიჩას ამ სეზონში 25 თამაშში 3 გოლის გარდა 2 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში, ხოლო დავითაშვილმა 23 შეხვედრაში მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.

„რუბინმა“ კი ოფიციალურად შეინარჩუნა პრემიერლიგაში ადგილი, რადგან 34 ქულა აქვს, მეცხრე ადგილზეა და დარჩენილ ორ ტურში გასავარდნ ზონაში მათემატიკურად ვერ დაქვეითდება.

0.116464