ბერგამოს „ატალანტამ“ იტალიის სერია A-ში 68 წლის წინ დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში ლომბარდიელთა სამმა ფეხბურთელმა მიაღწია 15-გოლიან ზღვარს.
ლუის მურიელს 17, იოსიპ ილიჩიჩსა და დუვან ძაპატას 15-15 გოლი აქვთ გატანილი. ამ შემთხვევამდე იტალიის ჩემპიონატში ერთი კლუბის სამმა სხვადასხვა ფეხბურთელმა სეზონში მინიმუმ 15 გოლი ძალზე შორეულ წარსულში, 1951-1952 წლების სეზონში გაიტანა.
მაშინ „იუვენტუსის ფეხბურთელებმა შეძლეს ამის გაკეთება: ჯონ ჰანსენი ბომბარდირი გახდა 30 გლით, ჯამპიერო ბონიპერტიმ 19, ხოლო ერმეს მუჩინელიმ 17 გოლი გაიტანა. „ლა დეას“ ფეხბურთელებს კი შედეგის გაუმჯობესება კიდევ შეუძლიათ, რადგან სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი.
სხვათა შორის, „ატალანტას“ ამ დროისთვის სერია A-ში 87 გოლი აქვს გატანილი და სავარაუდოდ 100 გოლის გატანა სეზონის ბოლომდე უნდა მოახერხოს.