ფეხბურთი

2:06 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ აუტსაიდერებთან უჭირს

ზედიზედ მეორე ტურია „ბარსელონა“ აუტსაიდერს ძლივს უგებს. ორივე შემთხვევაში კატალონიელებს შეიძლება წაეგოთ კიდეც, მაგრამ გაუმართლათ.

ამჯერად გუნდებმა გაძევებების გარეშე ჩაამთავრეს შეხვედრა, თუმცა ლუის სუარესს ორჯერ ჰქონდა მიზეზი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოეთხოვა, თუმცა ვალენსიელ არბიტრ მატეუ ლაოსს თვალიც არ დაუხამხამებია. ეს ეპიზოდები ალბათ კარგა ხანს იქნება სპეციალისტებისა და ჟურნალისტების განხილვის თემა.

სტუმრებმა ადრეული გოლით გახსნეს ანგარიში, რომელიც საბოლოოდ ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. მესის პასით ვიდალმა გაიტანა. ამისდაკვალად, ლეომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა პრიმერას ისტორიაში, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში შეძლო მინიმუმ 20 ბურთის გატანა და ამდენივე საგოლე პასის მიცემა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი პირწმინდად ჩააგდეს. მეორეში კი თითქოს გაიღვიძესო, გათანაბრების კარგი შანსებიც ჰქონდათ, განსაკუთრებით შეცვლაზე შესული

რუბიო, ერვიასი და უნალი გამოირჩეოდნენ. მაგრამ მათმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოიღო.

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა „ატლეტიკომ“ „ბეტისი“ მაინც დაამარცხა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა დიეგო კოშტამ შეაგდო 74-ე წუთზე. მადრიდელებმა ორი გოლი პირველ ტაიმშიც გაიტანეს, მაგრამ ორივე ვიდეოარბიტრმა გააუქმა.

„ბარსელონა“ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს,“ თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. „ატლეტიკო“ მესამეზეა.

ესპანეთი

პრიმერა. 36 ტური. 11 ივლისი

ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:1

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია.“

0:1 ვიდალი (15)

ვალიადოლიდი: მასიპი, გარსია (ნაჩო 25), სანჩესი, ოლივასი, მოიანო, ალკარასი (უნალი 46), ფერნანდესი (ერვიასი 46), ფედე, კიკე, პლანო (რუბიო 80), სერხი გვარდიოლა (რამირესი 61)

მწვრთნელი: სერხიო

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე (არაუხო 57), პიკე, სემედუ, ბუსკეტსი (ფირპო 74), პუჩი (რაკიტიჩი 57), რობერტო, ვიდალი, გრიზმანი (სუარესი 46), მესი

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ალკარასი (45), კიკე (65); ლანგლე (40), ბუსკეტსი (60)

ატლეტიკო - ბეტისი 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 კოშტა (74)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი (არიასი 42), სავიჩი, ერმოსო, ლოდი, კოკე, ლიორენტე (კარასკო 55), ტომასი, საული (ვიტოლო 55), კორეა (ფელიპე 61), მორატა (კოშტა 55)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბეტისი: მარტინი, ბარაგანი (ემერსონი 70), ბარტრა, სიდნეი, მორენო (ტელიო 83), გუარდადო (პედრასა 43), როდრიგესი, კარვალიუ (ხოაკინი 70), კანალესი, ფეკირი, ლორენი (იგლესიასი 83)

მწვრთნელი: ალექსის ტრუხილო

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

გაფრთხილება: სავიჩი (11); ბარაგანი (45+1), ფედალი (80, ბეტისი, მოედანს გარეთ), ემერსონი (90+3)

გაძევება: ერმოსო (57)

ოსასუნა -- სელტა 2:1

1:0 მინა (10), 1:1 გალიეგო (23), 2:1 არნაისი (90+1)

0.115929