ფეხბურთი

18:14 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიოს პოკერი და "ნორვიჩი" პრემიერლიგიდან გავარდა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ვესტ ჰემი“ „ნორვიჩს“ ესტუმრა და მაიკლ ანტონიოს ბენეფისი ვიხილეთ.

ინგლისელმა ოთხი გოლი გაიტანა და „ჩაქუჩებმა“ 4:0 იმარჯვეს, რითაც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ანტონიო „ვესტ ჰემის“ პირველი ფეხბურთელია 1981 წლის შემდეგ, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის გასვლით მატჩში პოკერი შეასრულა. ბოლოს ასეთი მიღწევით დევიდ კროსი გამოირჩა.

რაც შეეხება „ნორვიჩ სიტს“, ამ წაგების შემდეგ პრემიერლიგის მისი გავარდნა გაოფიციალურდა.

0.106836