ფეხბურთი

16:40 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ცნობილი იტალიელი სპეციალისტი დაინიშნა

აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს იტალიელი ჯანი დე ბიაზი გაწვრთნის. 64 წლის სპეციალისტისთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა.

დე ბიაზი საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია და კარიერის უმეტესი ნაწილი სერია A-ში გაატარა. „მოდენა“, „ბრეშა“, „ტორინო“, „უდინეზე“ გაუწვრთნია, ასევე იმუშავა ესპანეთშიც, სადაც „ლევანტესა“ და „ალავესს“ ავარჯიშებდა. აღსანიშნავია, რომ „ლევანტეში“ იმ სეზონში მუშაობდა, როდესაც ესპანურ გუნდში შოთა არველაძე ირიცხებოდა.

დე ბიაზის სანაკრებო დონეზე 2011-2017 წლებში ალბანეთის ნაკრებში უმუშავია და ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია - ალბანეთი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

0.116638