ფეხბურთი

15:17 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" კონტე შესაძლოა ალეგრიმ შეცვალოს

მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ანტონიო კონტე შეცვალოს და მილანის „ინტერი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

„ნერაძური“ ბოლო დროს წარმატებით ვეღარ თამაშობს და უკვე მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ამიტომაც, მილანელთა ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ სეზონის ბოლოს კონტეს კარისკენ მიუთითონ.

მის სავარაუდო შემცვლელად ალეგრი დასახელდა, რომელსაც „ინტერის“ სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ძალიან კარგად იცნობს. სწორედ მან 2014 წელს „იუვენტუსში“ კონტე ალეგრით ჩაანაცვლა და შესაძლოა ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგას.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნერაძური“ მზადაა ალეგრის სეზონში ანაზღაურების სახით 10-12 მილიონი ევრო შესთავაზოს. იტალიელი სპეციალისტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, ამჟამად უმუშევარია და ბოლო პერიოდში პსჟ-საც უკავშირებენ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ „ინტერი“ ერთი წლის წინ ჩაიბარა. მილანელები სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე სერია A-ში მეოთხე ადგილს იკავებენ და ლიდერ „იუვენტუსს“ 10 ქულით ჩამორჩებიან.

0.106324