ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი სეზონის დარჩენილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. 30 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება "ბრაიტონთან" მატჩში მიიღო, თუმცა როგორც "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, გუნდის კაპიტანს ოპერაციის ჩატარება არ მოუწევს.
"ჰენდერსონი ცხოველია, იგი ყველა ბურთზე იბრძვის და შეჯახებუს შემდეგ მიხვდა რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ მას ოპერაცია არ სჭირდება და შემდეგი სეზონიდან ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ განვიცადეთ მისი ამბავი. მან დაიმსახურა თასის აღმართვა და იგი აღმართავს მას." - ციტირებს BBC Sport-ი კლოპის სიტყვებს.
ჰენდერონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯორდანი პრემიერლიგის 2019/20 წლების ჩემპიონი გახდა.