კალათბურთი

17:17 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" კალატესი დაიმატა

საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელი ნიკ კალატესი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი და კალატესს კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

2019-2020 წლების სეზონში ბერძენი ევროლიგაში საშუალოდ 13 ქულას, 9.1 პასს და 4.9 მოხსნას აგროვებდა, მარგი ქმედების 17.8 კოეფიციენტით.

31 წლის ნიკ კალატესს კარიერის განმავლობაში „პანათინაიკოსის“, „ლოკომოტივისა“ და „მემფის გრიზლის“ რიგებში უთამაშია.

0.117845