Tennis TV-მა გამოაქვეყნა მიმდინარე რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 50 ჩოგბურთელის საუკეთესო დარტყმები 2010 წლის შემდეგ. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში 27-ე ადგილზეა და მისი საუკეთესო დარტყმა ალექსანდრ ზვერევთან მატჩიდან გამოარჩიეს. ქართველი და გერმანელი გასულ წელს ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ და დრამატულ მატჩში ნიკოლოზმა მოიგო. საბოლოოდ ქართველმა ტურნირზე ტიტულის დაცვაც მოახერხა.