ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთი გულზე რომ არ ეხატებათ, ეს ძველი ამბავია. ორი ლეგენდის მორიგი დუელი გუშინ „სან სიროზე“ შედგა, სადაც იბრას „მილანმა“ 4:2 იმარჯვა.
გოლები ორივემ გაიტანეს. ჯერ რონალდუმ, მერე - ზლატანმა. 62-ე წუთზე ტურინელთა კარში პენალტი დაინიშნა და ბურთთან ცხადია შვედი მივიდა. სწორედ ამ მომენტში კრიშტიანუ შჩესნის უყვიროდა და ამხნევებდა: „შენ მას იცნობ, მოიგერიე!“
პოლონელმა თანაგუნდელს სურვილი ვერ შეუსრულა, იბრამ ანგარიშის სხვაობა შეამცირა და „მილანის“ სასწაულ ქამ-ბექს სათავე დაუდო. გოლის შემდეგ კი სკანდინავიელი რონალდუს მიუბრუნდა და გაუღიმა, პორტუგალიელმაც, დანარჩენზე ფოტო სრულებით მეტყველებს...