ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგაში მე-200 თამაში მოიგო.
ის მეხუთე მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგაში ამ ნიშნულს უწია და 200 თამაშის მოსაგებად ჟოზეს 326 მატჩი დასჭირდა. მასზე სწრაფად პრემიერლიგაში 200 გამარჯვება მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიოს ინგლისში „ტოტენჰემამდე“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ლონდონის „ჩელსიში“ უმუშავია.