უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 10 ივლისს, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში, გაიმართება.
ოთხი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია მეოთხედფინალურ სტადიაზე:
„ატალანტა“ (იტალია)
„ატლეტიკო“ (ესპანეთი)
„ლაიფციგი“ (გერმანია)
„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)
1/8 ფინალის საპასუხო მატჩები ჯერ კიდევ გასამართია:
„ბაიერნი“ – „ჩელსი“ (3:0 პირველი მატჩი)
„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ (1:1)
„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ (2:1)
„იუვენტუსი“ – „ლიონი“ (0:1)
10 ივლისს სამი წილისყრა გაიმართება: მეოთხედფინალური ეტაპის, წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის და წყვილში მასპინძელი გუნდის გამოვლენისთვის (ბიუროკრატიული მიზეზების გამო). გუნდები არ იქნებიან კალათებში განაწებულნი და ერთი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა დასაშვები იქნება. დამატებითი შეზღუდვები წილისყრის დაწყებამდე გამოცხადდება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. მატჩებს „ესტადიო და ლუჟი“ და „ესტადიო ჟოზე ალვალადე“ უმასპინძლებენ.
ტურნირის კალენდარი
7-8 აგვისტო: მერვედფინალის საპასუხო მატჩები
12-15 აგვისტო: მეოთხედფინალური ეტაპი (ლისაბონი)
18-19 აგვისტო: ნახევარფინალური ეტაპი (ლისაბონი)
23 აგვისტო: ფინალი (ლისაბონი)