40-წლიანი პაუზის შემდეგ „ვერდერი“ გერმანიის ბუნდესლიგიდან არ გავარდა. ბრემენელბმა საშინელი სეზონი ჩაატარეს და ჯერ იყო გასავარდნი ზონა ბოლო ტურში დატოვეს, მაგრამ ეს მხოლოდ პლეი-ოფში თამაშის შანსი გახლდათ.
„ვერდერი“ ბუნდესლიგის საგზურისთვის ორმატჩიან დუელში მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან „ჰაიდენჰაიმს“ დაუპირისპირდა და 4 დღის წინ „ვეზერშტადიონზე“ ვერ მოუგო - 0:0.
საპასუხო მატჩიც ვერ მოიგეს ბრემენელებმა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლებით ელიტაში დარჩნენ - 2:2. ბრემენის „ვერდერი“ 2020-2021 წლების სეზონსაც ბუნდესლიგაში გაატარებს, პატარა და უცნობი „ჰაიდენჰაიმი“ კი ერთ ნაბიჯში იყო წარმატებასთან, მაგრამ ახლა მომდევნო სეზონში მოუწევს ყველაფრის თავიდან გავლა.
„ჰაიდენჰაიმი“ – „ვერდერი“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტერკოფი (3, ა.გ), 1:1 კლეინდიენშტი (85), 1:2 აუგუსტინსონი (90), 2:2 კლეინდიენშტი (90, პენ)