ფეხბურთი

17:59 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სათანადო გადაწყვეტილებას მივიღებ" - რიბერი გაქურდეს და იტალიის დატოვებას აპირებს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი ფრანკ რიბერი გაქურდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რიბერი „პარმას“ წინააღმდეგ თამაშობდა, სახლში დაბრუნებულს კი უსიამოვნო ამბავი დახვდა.

„პარმასთან“ გამარჯვების შემდეგ სახლში დავბრუნდი. ჩემს სახლში იტალიაში, ქვეყანა, სადაც გადავწყვიტე კარიერის გაგრძელება მიუნხენში გატარებული მრავალი წლის შემდეგ. აქ არის ის, რაც აღმოვაჩინე. ჩემმა მეუღლემ დაკარგა ჩანთები და ძვირფასეულობა, მაგრამ მადლობა ღმერთს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაფერი. რაც მაბრაზებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ შიშველი ვარ.

ჩემი მეუღლე და შვილები მიუნხენში უსაფრთხოდ არიან, მაგრამ მე როგორ შეიძლება დღეს მშვიდად ვიყო? არაფერი მაკლია, მეორეს მხრივ ფეხბურთი ჩემი ვნებაა, მაგრამ ამის მიუხედავად ოჯახს ყველაფერზე წინ ვაყენებ და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს, რომელიც აუცილებელი იქნება ჩვენი კეთილდღეობისთვის“, - წერს რიბერი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ორი Rolex-ის საათი, სამაჯუერები, სხვადასხვა ოქროს ნივთები და ათი ბრენდის ჩანთა მოიპარეს. შეგახსენებთ, ფრანკ რიბერი „ფიორენტინაში“ ერთი წლის წინ „ბაიერნიდან“ გადავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიას ამ ინციდენტის შემდეგ დატოვებს.

0.120361