ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში სადებიუტო გამარჯვება იზეიმა. მიხეილ აშვეთიას გუნდი თბილისში, დებიუტანტ „მერანს“ ესტუმრა, რომელიც ამ ტურამდე დაუმარცხებელი იყო.
თუმცა, იმერლებმა გაცილებით კარგად ითამაშეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს, ფასეული გამარჯვებაც მოიპოვეს.
უკრაინელმა ლეგიონერმა ივან ბობკომ ქართულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა და 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი ფანცულაიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 0:2.
„ტორპედომ“ 4 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილი დატოვა, სადაც ახლა სწორედ „მერანია“, რომელიც ჯერაც მოუგებლად ასპარეზობს.
„მერანი“ (თბ) – „ტორპედო“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბობკო (32), 0:2 ფანცულაია (60)